16 იანვრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 609 515 აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 16 იანვრის მონაცემებით სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 609 515 აცრა.
“სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 307 729 ადამიანი – >18 ასაკის მოსახლეობის 45.5%. სრულად ვაქცინირებულია 1 191 003. ადამიანი – >18 ასაკის მოსახლეობის 41.5%. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 108 893 ადამიანს. 15 იანვარს აიცრა 5 053 ადამიანი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.