ალმათში დემონსტრანტები ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლის ჩამოგდებას ცდილობენ

ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქ ალმათში დემონსტრანტები ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლის ჩამოგდებას ცდილობენ.

თხევადი გაზის გაძვირების გამო დაწყებული გამოსვლები ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ძალიან სწრაფად გადაიზარდა პოლიტიკურ პროტესტში და ამჟამად ამბოხებულები უკვე ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს ითხოვენ.

ალმათში დემონსტრანტებმა პრეზიდენტის რეზიდენცია შტურმით აიღეს, იწვის ქალაქის მერიის შენობაც.

ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1990-2019 წლებში იკავებდა, შემდეგ კი გადადგა და თანამდებობა თავის მემკვიდრეს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს დაუთმო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები