ამსტერდამში “ლოკდაუნის” საწინააღმდეგო აქცია ძალოვანებთან შეტაკებაში გადაიზარდა

ამსტერდამში 10 ათასამდე ადამიანმა ანტიკოვიდური შეზღუდვები გააპროტესტა.

არასანქცირებული აქცია ქალაქის ცენტრში, მუზეუმის მოედანზე 2 იანვარს ჩატარდა.

“ომიკრონის” შტამის სწრაფი გავრცელების ფონზე, ნიდერლანდების მთავრობამ 19 დეკემბერს მკაცრი “ლოკდაუნი” გამოაცხადა, რომელიც, სავარაუდოდ, იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. აღნიშნულმა კი ქვეყანაში პროტესტი გამოიწვია.

მუზეუმის მოედანზე შეკრებილები დაშლის შესახებ ძალოვანთა მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ, რის შედეგადაც აქცია პოლიციასთან ძალადობრივ შეტაკებაში გადაიზარდა და სიტუაციაში სპეცრაზმიც ჩაერია.

სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, არეულობის დროს 4 ძალოვანი დაშავდა. ასევე, პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია აქციის 30 მონაწილე.

დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ხელკეტები. ვითარება კი გვიან ღამით განიმუხტა.

შეკრებილები სკანდირებდნენ – “აქ არ არის დიქტატურა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები