ბიძინა კულუმბეგოვი: მილიონზე მეტი მოქალაქე გვყავს, რომელსაც არც ვაქცინა აქვს გაკეთებული და არც ინფექცია აქვს გადატანილი

“მილიონზე მეტი მოქალაქე გვყავს, რომელსაც არც ვაქცინა აქვს გაკეთებული და არც ინფექცია აქვს გადატანილი, ამიტომ, ძალიან სახიფათოა, თუ ყველა რეკომენდაციას არ დავიცავთ”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციაში ჩართვა და პირბადის ტარება უმნიშვნელოვანესია.

„საქართველოში სრული მოდელირების გადმოტანა – ბრიტანეთის, დანიის და ნორვეგიის მაგალითი არ გამოგვადგება, სადაც მოზრდილი მოსახლეობის, განსაკუთრებით, 70 წლის ზემოთ 90% არის აცრილი. ბუნებრივია, დაბალი ჰოსპიტალიზაციის რიცხვი ამ ადამიანების აცრის მაჩვენებელს უკავშირდება. დაცვის მაჩვენებელი ყველა ვაქცინას თითქმის შენარჩუნებული აქვს. ჩვენ, სამწუხაროდ, მილიონზე მეტი მოქალაქე გვყავს, რომელსაც არც ვაქცინა აქვს გაკეთებული და არც ინფექცია აქვს გადატანილი, ამიტომ, ძალიან სახიფათოა თუ ჩვენ ყველა რეკომენდაციას არ დავიცავთ, როგორიც არის ვაქცინაში ჩართვა, “ბუსტერის” დამატება და პირბადის პირუთვნელი, სწორი გამოყენება, ჩვენ შეიძლება, გვქონდეს ძალიან რთული და საზიანო სცენარი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები