თამარ გაბუნია: “ომიკრონთან” მიმართებით, ვაქცინები ეფექტურია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” მიმართ დღეს საქართველოში ხელმისაწვდომი ვაქცინები ჰოსპიტალიზაციის და გართულებების და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების კუთხით, ეფექტურია.

მისივე თქმით, მძიმე ეპიდვითარების დასაძლევად კვლავ რეკომენდაციების დაცვა და ვაქცინაციაა აუცილებელი.

“ბუსტერ” დოზაზე კეთდება დღეს აქცენტი – ის ვაქცინები, რომლებიც ჩვენ დღეს გვაქვს ქვეყანაში და რასაც ვიყენებთ, “ფაიზერის” ვაქცინა, მათ შორის, “სინოფარმი”, “სინოვაკის” ვაქცინა ყველა ხელმისაწვდომია “ბუსტერ” დოზებისთვის. ასევე, არის ცნობილი ისიც, რომ “ომიკრონთან” მიმართებით ვაქცინები ეფექტურია, ჰოსპიტალიზაციის და გართულებების და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების კუთხით. ამდენად, ისევ გამოსავალი არის ისევ პირადი ჰიგიენის დაცვა და ვაქცინაცია,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები