ირაკლი კობახიძე: სამართლიანობის გარეშე არ არსებობს მშვიდობა, ეს ცნობილი ფრაზა აქტუალურია ჩვენი პოლიტიკური მოცემულობისთვისაც

„სამართლიანობის გარეშე არ არსებობს მშვიდობა, ეს ცნობილი ფრაზა აქტუალურია ჩვენი პოლიტიკური მოცემულობისთვისაც. ვინაიდან, სამართლიანობა არის მნიშვნელოვანი”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დროა, საქართველოში დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დანაშაულების ჩამდენები პოლიტიკაში არ რჩებიან.

„სამართლიანობის გარეშე არ არსებობს მშვიდობა, ეს ცნობილი ფრაზა აქტუალურია ჩვენი პოლიტიკური მოცემულობისთვისაც. ვინაიდან, სამართლიანობა არის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა სააკაშვილის ხელმძღვანელობით უნდა აღიარონ ის დანაშაულები, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი. აღიარებასთან ერთად უნდა თქვა, რომ დროა, საქართველოში დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დანაშაულების ჩამდენები პოლიტიკაში არ რჩებიან, ეს არის მინიმალური ევროპული სტანდარტი“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები