როგორ დაუბრუნეს ირლანდიელებმა „ვალი“ ინდიელებს საუკუნე-ნახევრის შემდეგ – როცა ისტორია საოცრად მეორდება
1847 წელს, როდესაც ინდიელებმა გაიგეს, რომ ირლანდიაში ხალხი შიმშილისაგან იხოცებოდა, გაჭირვებულთათვის შეაგროვეს 170 დოლარი – წარმოუდგენელი თანხა იყო ღარიბი ტომისთვის. ახლა, თითქმის, 200 წლის შემდეგ, როდესაც ინდიელები კორონავირუსისგან იტანჯებიან და მათი შტატი ყველაზე მეტად დაზარალებული რაიონია აშშ-ში, მოულოდნელად ირლანდიელებმა გადაწყვიტეს, რომ „ვალის დაბრუნების“ დროა. მათ, თითქმის, 3 მილიონი დოლარი შეაგროვეს.
აღნიშნული კამპანია სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა, ირლანდიელები კი, კომენტარების სახით წერდნენ:
„ირლანდიიდან, სიყვარულით. მაშინ დაგვეხმარეთ, როდესაც სხვა არავის გამოუწოდებია დახმარების ხელი“;
„სოლიდარობა ირლანდიიდან“;
„მადლობა დახმარებისთვის 1800-იანებში. მინდოდა, უფრო მეტი მომეცა, მაგრამ სამსახური დავკარგე“;
„მონაყოლი თქვენი კეთილი წინაპრების შესახებ ყოველთვის გულს მიჩუყებდა. მინდა, ეს ვალი მცირედით მაინც გადაგიხადოთ. ირლანდიას ახსოვს“.