ვაკის რაიონში სახურავების რეაბილიტაცია და წყალსაწრეტი მილების მონტაჟი მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, სხვადახვა უბნის 11 მისამართზე სახურავების რეაბილიტაცია და წყალსაწრეტი მილების მონტაჟი ხორციელდება.
ვაკის რაიონის გამგებელი – დავით კვინიკაძე ორ მისამართზე თავად იმყოფებოდა. გამგებელი ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N31 კორპუსის და ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის N5ბ კორპუსის მცხოვრებლებ შეხვდა და მათ სხვადასხვა საჭიროებაზე გაესაუბრა.
სახურავების სარეაბილიტაციო პროექტების ღირებულების 5% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.
ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.
11 სახურავისა და წყალსაწრეტი მილების განახლების მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 124 416 ლარს შეადგენს.