ისნის რაიონის გამგეობამ 2021 წელს ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები 16 მისამართზე ჩაატარა
ისნის რაიონის გამგეობამ 2021 წელს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები 16 მისამართზე ჩაატარა.
დასრულებულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი – ნიკა ელისაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი – კახაბერ ლაბუჩიძე გაეცნენ. ისინი, ასევე, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას.
აღნიშნული პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 624 076 ლარით დაფინანსდა.