საბურთალოს რაიონში, აქვსენტი ნაჭყებიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, აქვსენტი ნაჭყებიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი 1251 კვ.მ ფართობზე დაიგო.
მოსახლეობას აღნიშნულ ქუჩაზე, გრუნტიან გზაზე გადაადგილება წლების განმავლობაში უწევდა. პროექტის განსახორციელებლად საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 70 000 ლარი გამოიყო.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი – გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები