სოზარ სუბარი: თუ სააკაშვილი გარეთ უნდა იყოს, 5 წლისა და 10 თვის შემდეგ შეგვიძლია – ვისაუბროთ შერიგებაზე

„თუ საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი გარეთ უნდა იყოს, 5 წლისა და 10 თვის შემდეგ შეგვიძლია, ვისაუბროთ შერიგებაზე, საერთო სახალხო ერთობაზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური დიალოგისთვის პარლამენტი არსებობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პირდაპირ თქვა, სანამ სააკაშვილი პატიმარია, სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე საუბარი აზრდაკარგულია, არაფერს აზრი არ აქვს, ტყუილად ვსაუბრობთო – კაცი პირდაპირ ამბობს თავის სათქმელს და ჩვენ რატომ ვიმტვრევთ თავს, ღია კარებს რატომ ვამტვრევთ, რაზე ვკამათობთ საერთოდ? თუ საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილი გარეთ უნდა იყოს, 5 წლისა და 10 თვის შემდეგ შეგვიძლია – ვისაუბროთ შერიგებაზე, საერთო სახალხო ერთობაზე. თუ სხვა ტიპის დიალოგზეა საუბარი, პოლიტიკური დიალოგისთვის არის პარლამენტი და ცარიელი სკამები შევსებული რომ იყოს, შეიძლება, გამოვიდეს გარკვეული ტიპის დიალოგი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები