მიხეილ ყაველაშვილი – სააკაშვილზე: რიტორიკა უნდა შეცვალოს და პირველი, რაც უნდა გააკეთოს, აღიაროს დანაშაულები, რაც ჩაიდინა
“ჯერ ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა აღიაროს დანაშაულები, რომელიც მისი მმართველობის დროს განხორციელდა – თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ წარმოუდგენელია შერიგება”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებთან შეხვედრას გულისხმობს.
ყაველაშვილის თქმითვე, სააკაშვილმა რიტორიკა უნდა შეცვალოს.
“ჯერ ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა აღიაროს დანაშაულები, რომელიც მისი მმართველობის დროს განხორციელდა, საზოგადოებას უნდა შეურიგდეს, იმ გამწარებულ ადამიანებს, თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ წარმოუდგენელია შერიგება. როცა არჩევნებს არ აღიარებ, ქუჩაში გამოდიხარ, რევოლუციისკენ მოუწოდებ, ამბობ, რომ “ქართული ოცნება” რუსეთის პროექტია და ა.შ. როგორ გგონიათ, ასეთი დამოკიდებულებით, რასაც აკეთებენ, შერიგებას რას ეძახიან? რუსეთის გუბერნია თუ არის და რუსეთისკენ მიჰყავს “ქართულ ოცნებას”, როგორ უნდა შეურიგდეს? რიტორიკა უნდა შეცვალოს და პირველი, რაც უნდა გააკეთოს, აღიაროს დანაშაულები, რაც ჩაიდინა”, – განაცხადა ყაველაშვილმა.