გლდანის რაიონში, რამდენიმე მისამართზე წყალარინების ქსელი ეწყობა

გლდანის რაიონში გამგეობა წყალარინების ქსელს რამდენიმე მისამართზე აწყობს, მათ შორის, ავჭალა 2-ში, დემეტრე თავდადებულის ქუჩასა და I – II ჩიხში.
რაიონის გამგეობა სამუშაოებს 800 გრძივ მეტრზე განახორციელდებს. შედეგად, 54 ოჯახის პრობლემა, წყალარინების მოუწესრიგებელ სისტემასთან დაკავშირებით, მოგვარდება.
თავდადებულის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი – ლევან ნაროუშვილი გაეცნო.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 115 000 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები