თბილისში, ბოხუას ქუჩის N3ა-ში სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

დიდუბის რაიონის გამგეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ფარგლებში, დიდუბესა და დიღმის მასივში სპორტული მოედნების რეაბილიტაციას ახორციელებს.
ამ ეტაპზე, სპორტული მოედნის აღდგენის სამუშაოები ბოხუას ქუჩის N3ა-ში დასრულდა.
აღნიშნულ მისამართზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაზიანებულ მავთულბადეს, ტრიბუნებსა და კარის კონსტრუქციას.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – „პე ბე“ – 30 000 ლარის ღირებულების ფარგლებში შეასრულა.
დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი – ვლადიმერ ძნელაძე მოადგილე ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები