დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩის ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩის ნაწილზე, რომელიც ნესტან-დარეჯანის ქუჩიდან ავთანდილის ქუჩამდე მონაკვეთს მოიცავდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
სამუშაოების შედეგად, 2500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა 200 000 ლარით.
აღნიშულ ქუჩაზე ამ დრომდე მოსახლეობას გრუნტის გზაზე უწევდა გადაადგილება. პროექტი მომავალ წელს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები