კრწანისის რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება

კრწანისის რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება. ახალი სივრცე ვახტანგ გორგასლის შესახვევში, N3 კორპუსის მიმდებარედაც ეწყობა.
სკვერი შემოიღობება, დეკორატიული ფილები დაიგება, მოეწყობა საბავშვო და დასასვენებელი სივრცე, პერგოლითა და სხვა თანამედროვე ინვენტარით. ტერიტორიაზე დამონტაჟდება განათების სისტემა და დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
„განვაგრძნობთ პოლიტიკას – მეტი რეკრეაციული სივრცე ჩვენს ქალაქს. როგორც იცით, წინა წლების განმავლობაში, კრწანისის რაიონში ექვს ჰექტარზე მოეწყო რეკრეაციული ზონები. ამ მიმართულებით, აქტიური მუშაობა გრძელდება. ამ ეტაპზე რაიონში ექვსი სკვერის მოწყობის სამუშაოებს ვახორციელებთ“, – განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ.
კრწანისის რაიონში 2018 წლიდან დღემდე 80-მდე სკვერი მოეწყო და რეაბილიტირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები