ორხევი-აეროპორტის დასახლებაში ამილახვრის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
სამგორის რაიონში, ორხევი-აეროპორტის დასახლებაში ამილახვრის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 550 გრძივი მეტრი მოცულობის საგზაო მონაკვეთზე იგება და საფეხმავლო ბილიკები ეწყობა.
სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „არსაკიძე 2000“ ასრულებს და მათი ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 520 000 ლარს შეადგენს.