კახა კუჭავამ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში მივიდა, სადაც 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა.
4 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ, 4 პირი კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალება.