თბილისში ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიებები ჩატარდება, თუმცა, რეგულაციების დაცვით
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შობა-ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიებები რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება. როგორც მან ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე აღნიშნა, ყველაზე კარგი დამცავი საშუალება პირბადის ტარება და ვაქცინაციაა.
„ხვალ საღამოს ვაპირებთ ნაძვის ხის ანთების ღონისძიების ჩატარებასა და ქალაქის განათებას საახალწლო ილუმინაციებით. 24 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება საახალწლო სოფელი.
შობა-ახალი წლის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება. მინდა, ყველას მოგიწოდოთ, რომ დავიცვათ წესები, ვიზრუნოთ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე. ყველაზე კარგი დამცავი შესაძლებლობაა პირბადის ტარება და ვაქცინაცია. ყველა უნდა ავიცრათ იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.