თბილისში, ჭონქაძის N28-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქ. N28-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.
პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების – საძირკვლისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება, ასევე, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ცხრა ოჯახი ცხოვრობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივების საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება.
სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 405 950 ლარი დაიხარჯება.