თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, კახა კალაძის გუნდის მმართველობის პერიოდში თბილისის ბიუჯეტი ძალიან გაიზარდა. როგორც ვიცემერმა აღნიშნა, მომდევნო წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს რამდენიმე დღეში წარადგენენ.
„როდესაც მუნიციპალიტეტში მოვედით, 115 000 000-დან დავიწყეთ და 1 200 000 000-ზე ავედით. ახლა, ჩვენი განაცხადია, რომ თბილისში განსახორციელებელი პროექტების ღირებულებამ 1 700 000 000-ს მიაღწიოს.
დაახლოებით, 3-4 დღის განმავლობაში, მომდევნო წლის ბიუჯეტის საბოლოო რედაქციას წარვადგენთ და ნახავთ, თუ რა პრიორიტეტებია და რა ჭერზე გავა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ცხადია, მნიშვნელოვანი ზრდა კიდევ გვექნება. ეს ნიშნავს, რომ 2022 წელს კიდევ უფრო ბევრი პროექტის განხორციელებას შევძლებთ,“ – აღნიშნა ხმალაძემ.