მოსკოვში ახალგაზრდების “მხარდაჭერის ცენტრი” – „აფხაზეთის მომავალი“ გაიხსნება

მოსკოვში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს ბაზაზე ახალგაზრდების “მხარდაჭერის ცენტრი” – “აფხაზეთის მომავალი” გაიხსნება.

ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა ავრცელებს.

პროექტი 2022 წლის დასაწყისში ამოქმედდება.

აღნიშნულია, რომ ცენტრში მიმართვას შეძლებენ აფხაზი ახალგაზრდები, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთში ცხოვრებენ.

ცენტრის ბაზაზე განიხილება რუსეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხვის, სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები, ასევე, რუსეთში დროებითი დასაქმების საკითხები.

შეგახსენებთ, გუშინ ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. რესპუბლიკაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, ისინი, რომლებიც “საქართველოს ხელმძღვანელებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების მომზადებას” აწარმოებენ, ვალდებულნი არიან, ყველა ღონისძიება ე.წ უწყებასთან შეათანხმონ, ასევე, წარუდგინონ ინფორმაცია თანამშრომლებისა და დაფინანსების წყაროს შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები