გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი, ბერლინში გამართული კონსულტაციების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„საქართველოში გერმანიის ელჩი, ბერლინში გამართული კონსულტაციების შემდეგ, დღეს, თბილისში დაბრუნდა. ის საქმიანობას ჩვენი სრული მხარდაჭერით გააგრძელებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, გერმანიამ პეტერ ფიშერი ოქტომბერში კონსულტაციებისთვის გაიწვია.