ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, განვაახლოთ მსჯელობა საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, უბრალოდ, ამას აქვს თავისი წინაპირობა
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის, განაახლოს მსჯელობა საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევასთან დაკავშირებით, თუმცა, გარკვეული წინაპირობებით.
მისი განმარტებით, ამისათვის პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა პარტია.
“ჩვენ მზად ვართ, განვაახლოთ მსჯელობა საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, უბრალოდ, ამას აქვს თავისი წინაპირობა. წინაპირობა არის ის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იჯდეს პარლამენტში და ჩვენ გვჭირდება ამის განგრძობითი მტკიცებულება, რომ მათ სურთ დღის წესრიგის შეცვლა”, – აცხადებს კობახიძე.