მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელსა და თეა წულუკიანს მოუსმენს

მიმდინარე კვირაში, ოთხშაბათს, 1-ელ დეკემბერს პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, ხოლო პარასკევს, 3 დეკემბერს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენს, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მინისტრების მოსმენა პარლამენტის რეგლამენტით მინისტრის საათის ფორმატისთვის განსაზღვრული პროცედურებით წარიმართება. მიმდინარე კვირაში, რიგი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის გარდა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოსმენა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები