ლარი მცირედით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1303 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1303 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1435 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0132 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5485 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5562 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0077 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები