ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ექიმები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ექიმები შეიკრიბნენ.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.
“გვინდა, საერთაშორისო თანამეგობრობას გავაგებინოთ საქართველოში არსებული ვითარება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის დაუცველი, ირღვევა მისი უფლებები”, – განაცხადა აქციის მონაწილე ერთ-ერთმა ექიმმა.