ოპოზიციამ თბილისში მორიგი საპროტესტო აქცია დააანონსა

ოპოზიციამ თბილისში პარასკევს მორიგი საპროტესტო აქცია დააანონსა.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფიგნზე განაცხადა.

“ვაგრძელებთ საპროტესტო მძლავრ უწყვეტ, არაძალადობრივ მოძრაობას. “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “დროამ”, “ლელომ” და “გირჩი მეტი თავისუფლებამ” მივიღეთ გადაწყვეტილება პარასკევს, თბილისში 15:00 საათზე გაიმართოს სამი ლოკაციიდან მსვლელობა”, – განაცხადა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები