კახა კუჭავა: გელა ჩარკვიანის გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი დანაკლისია

საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი დიპლომატის, პედაგოგის, მწერლისა და პუბლიცისტის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.

“იგი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს”, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები