საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრა იქნება შესაძლებელი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრა იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია მშობლის თანხმობა.

„რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს „ფაიზერის“ ორი დოზით. ამდენად, მშობლის გადაწყვეტილებითა და თანხმობით, რაც არის აუცილებელი მოთხოვნა, 12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ, მიმართონ ამცრელ ცენტრებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები