“მოსმენაზე სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი რომ იყვნენ, კარგად აჩვენებს, რომ ჯო უილსონი და მისი კოლეგები გარტყმაში არ არიან, ამ ქვეყანაში რა ხდება” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

“მოსმენაზე სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი რომ იყვნენ კარგად აჩვენებს, რომ ჯო უილსონი და მისი კოლეგები გარტყმაში არ არიან, ამ ქვეყანაში რა ხდება, ვის უნდა მოუსმინო, თუ მართლა გაინტერესებს რამე გაიგო”, – ამის შესახებ, „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კონგრესში გამართული მოსმენები სინამდვილეში იყო მცდელობა, გადაეფარათ „მეგობარი აქტის“ გაჩერება, რომ ხმამაღალი განცხადებები გაკეთებულიყო.

“ერთ-ერთი შედეგი რაც დაიდო, არის „მეგობარი აქტის“ ავტორების აღიარება, რომ აღარ მიიღება სენატში დაბლოკვის გამო. წელიწადზე მეტია, რაც გრძელდება, ამბავი დასრულდა და არაფერი განსაკუთრებულიც არ მომხდარა. რომც მიეღოთ იმ მეორე ვარიანტზე, რომელზედაც ახლა არის საუბარი, არც მაშინ შეიცვლებოდა რამე, რადგან განსაკუთრებული არ ეწერა. აქ გამოყენებული იყო, როგორც მნიშვნელოვანი ამბავი, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ დამხობის ინსტრუმენტად, ამის დავიწყება არ გამოდიოდა და მოაწყვეს მოსმენები. იქ სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი რომ იყვნენ კარგად მიუთითებს იმაზე, რომ გარტყმაში არ არიან ჯო უილსონი და მისი კოლეგები, ამ ქვეყანაში რა ხდება, ვის უნდა მოუსმინო, თუ მართლა გაინტერესებს რამე გაიგო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები