თამარ გაბუნია: რამდენიმე დიდი ქალაქი 10-15%-ით ჩამორჩება ვაქცინაციის სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს
“რამდენიმე დიდი ქალაქი 10-15 პროცენტით ჩამორჩება სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს.
მნიშვნელოვანია, რომ სრულად მივაღწიოთ აღნიშნული ქალაქები ვაქცინაციით მოვიცვათ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება მნიშვნელოვანია.
„საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების შესაძლებლობებზე. კვლავაც ჩაითვალა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური საინფორმაციო კამპანიის გავრცელება და მარათონის გაფართოება როგორც სოფლად, ასევე, დიდ ქალაქებში. რამდენიმე დიდი ქალაქი 10-15 პროცენტით ჩამორჩება სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქებში სრულად მივაღწიოთ ვაქცინაციით მოცვას. ეს ქალაქებია თბილისი და ბათუმი, შედარებით ნაკლები აცრილია ქუთაისში, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ დიდ ქალაქებში აცრილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. საბჭომ ასევე განიხილა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადების კონტროლის ცენტრის მიერ წარმოდგენილი წინადადებები „მწვანე საშვთან“ დაკავშირებით. ამ მიმართულებით კონსულტაციები გაგრძელდება და გადაწყვეტილების მისაღებად საბჭოს სხდომა დამატებით ჩაინიშნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.