სერგო ჩიხლაძე: პარლამენტის მანდატი მნიშვნელოვანი ბერკეტია – დარწმუნებული ვარ, 2022 წელს იქნება ვადამდელი არჩევნები

“სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პარლამენტში ოპოზიციის ყოფნა მნიშვნელოვანია.

ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის მანდატი მნიშვნელოვანი ბერკეტია.

„დარწმუნებული ვარ, რომ 2022 წელს იქნება ვადამდელი არჩევნები და მნიშვნელოვანია იყოს სრულად პროპორციული. ამიტომ, საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებები და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიცია იყოს პარლამენტში. გარდა ამისა, პარლამენტის მანდატი ნიშნავს სხვადასხვა დაწესებულების მონიტორინგს, მათ შორის, ციხეები. პლუს, ეს არის დამატებითი ტრიბუნა დასავლეთთან ურთიერთობის, ამიტომ, არ ვთვლი საჭიროდ, რომ ეს ბერკეტი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები