ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისში ამომრჩევლის აქტივობა 30,8%-ს შეადგენს, რაც ჯამში 308 856 ამომრჩეველია. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ოლქების მიხედვით დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა 34,2% დიდუბეშია, ყველაზე დაბალი 27,4% ისანში.
მთაწმინდაზე ამომრჩევლის აქტივობა 33,4%-ია, ვაკეში – 33,8%, საბურთალო – 33,1%, კრწანისი – 28,2%, სამგორი – 28,5%, ჩუღურეთი – 31,3%, ნაძალადევში – 29,5%, გლდანი – 30,7%.
ცნობისთვის, მეორე ტურისთვის, თბილისში ჯამში 1 002 525 ამომრჩეველია რეგისტრირებული.