ინდოეთში მეწყერსა და წყალდიდობას, სულ მცირე, 46 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილოეთით, უტარაკჰანდის შტატში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული მეწყერისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 46 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ამჟამად დაკარგულად 11 ადამიანი ითვლება, 12 დაშავდა.

შტატის ხელმძღვანელობა დაღუპულთა ოჯახის წევრებს კომპენსაციის სახით, დაახლოებით, 5,3 ათას დოლარს გადაუხდის, მათ კი, ვინც სახლები დაკარგა, 2,5 ათას დოლარს მისცემენ.

მეტეოროლოგების პროგოზით, ძლიერი წვიმები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, მოქალაქეებს ურჩევენ – სახლები არ დატოვონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები