1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1369 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1369 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1369 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1344 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0025 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6573 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6321 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0252 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები