გალში გაუჩინარებულ მამაკაცს მეოთხე დღეა, არხში ეძებენ

დე ფაქტო აფხაზეთში, გალში მაშველები ვარდნილჰესების კასკადის არხში გაუჩუნარებულ მამაკაცს მეოთხე დღეა, ეძებენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამმართველოში შეტყობინება 15 ოქტომბერს შევიდა.

შემთხვევის ადგილზე გალისა და ოჩამჩირეს “საგანგებოს” თანამშრომლები გამოცხადდნენ და სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. მაშველებმა ნავით შემოიარეს ის ადგილი, სადაც, თვითმხილველების თქმით, მამაკაცი წყალში ჩავარდა, კერძოდ, ვარდნილი 2 – ის და ვარდნილ 3-ის სადგურებს შორის. სამძებრო – სამაშველო სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო, თუმცა, ჯერჯერობით – უშედეგოდ.

უწყებას გაუჩინერებული მამაკაცის პოვნის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები