ზაფხულის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში, ზღვაში 20–ზე მეტი რუსი ტურისტი დაიხრჩო

ოკუპირებული აფხაზეთის ზღვაში წლევანდელ ტურისტულ სეზონზე რუსეთის 20–ზე მეტი მოქალაქე დაიხრჩო.

ამის შესახებ ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.

ამასთან, აღინიშნება, რომ დაღუპული რუსი ტურისტების ზუსტი რაოდენობა 10 დღეში გახდება ცნობილი.

გუშინ გაგრაში, ზღვაში ორი რუსი ტურისტი დაიხრჩო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები