გაგრაში რუსი ტურისტები შტორმის დროს ზღვაში ბანაობას ემსხვერპლნენ
გაგრაში, ზღვაში – ლიპეცკის მკვიდრები, იური ზოლოტარიოვი და გალინა სტოიაკინა დაიხრჩნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ.საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
წინასწარი ვერსიით, დაღუპულები ზღვაში 7–ბალიანი შტორმის დროს შევიდნენ.
გარდაცვლილთა ცხედრები გაგრის მორგშია გადასვენებული.