ბჟანიას სოხუმის აეროპორტის აღდგენა სურს – შეხვედრა მოსკოვში გაიმართა

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელ ალექსანდრე ნერადკოს მოსკოვში შეხვდა.

როგორც ბჟანიას “პრესსამსახურის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე აეროპორტის აშენების პროექტის რეალიზების თანმიმდევრულობა და სქემა იქნა განსაზღვრული, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივ დარეგულირებას გულისხმობს, ასევე, ფასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას, მთავრობათაშორისი საბაზისო შეთანხმებების დადებას.

როგორც ბჟანიამ ჯერ კიდევ 21 სექტემბერს პრესკონფერენციაზე თქვა, ღირებულებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია 2022 წლის შემოდგომისთვის იქნება მზად. მისი თქმით, პოტენციური ინვესტორი ნაპოვნია, რომელსაც 120 მილიონი რუბლი აქვს მშენებლობისთვის განსაზღვრული.

როგორც ის აღნიშნავს, მოსალოდნელია, რომ სოხუმის აეროპორტი პირველ რეისებს უკვე 2024 წლის იანვარში განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები