არჩილ თალაკვაძე: თუ მელია კენჭისყრამდე არ გაიხმობს საკუთარ გადაწყვეტილებას და განცხადებას არ გააკეთებს, რომ მანდატის შენარჩუნება სურს, ჩვენ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ

“თუ ნიკა მელია კენჭისყრამდე არ გაიხმობს საკუთარ განცხადებას უკან და ამაზე პოლიტიკურ განცხადებას არ გააკეთებს, რომ მას სურს მანდატის შენარჩუნება, ჩვენ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკითხზე კენჭისყრა დღეს ჩატარდება.

„პარლამენტმა ერთხელ უკვე მიიღო კონსტრუქციული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით და უარი თქვა მანდატების მასობრივ შეწყვეტაზე, რასაც შემდეგ მოჰყვა მოლაპარაკება და ის შედეგი, როცა ოპოზიცია არის პარლამენტში. რაც შეეხება ნიკანორ მელიას, მან წინასაარჩევნო პერიოდში ხელახლა მიმართა პარლამენტს მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით, შესაბამისად, პარლამენტი ვალდებულია უახლოეს სხდომაზე განიხილოს მისი განცხადება და ეს სხდომა გახლავთ დღეს. რა თქმა უნდა, კენჭისყრა ამ საკითხზე ჩატარდება დღევანდელ სხდომაზე ნაშუადღევს, მანამდე ნიკანორ მელიას ან მის პოლიტიკურ გუნდს აქვს საშუალება კიდევ ერთხელ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და გაიხმოს ეს გადაწყვეტილება და თავის განცხადება უკან, სხვა შემთხვევაში, პარლამენტი ვალდებულია, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ის კენჭისყრამდე არ გაიხმობს საკუთარ განცხადებას უკან და ამაზე პოლიტიკურ განცხადებას არ გააკეთებს, რომ მას სურს მანდატის შენარჩუნება, პარლამენტი ვალდებული იქნება და ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები