ამირან გამყრელიძე: სიმშვიდემდე ჯერ შორს ვართ, ამიტომ, ყველა რეკომენდაცია, რასაც ვიძლევით, დაცული უნდა იყოს
“სიმშვიდემდე ჯერ შორს ვართ, ამიტომ, ყველა რეკომენდაცია, რასაც ვიძლევით ჯანდაცვის სექტორი, დაცული უნდა იქნეს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე პანდემიაზე საუბრისას აცხადებს.
მისივე თქმით, გამოსავალი ისევ და ისევ ვაქცინაცია და პირბადის ტარებაა.
“სიმშვიდემდე ჯერ შორს ვართ, ამიტომ, ყველა რეკომენდაცია, რასაც ვიძლევით ჯანდაცვის სექტორი, დაცული უნდა იქნეს.
განსაკუთრებით, ვერაფერი მოვუხერხეთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, დგას ერთ დონეზე – კრიტიკული ზღვარის ქვემოთ. კრიტიკული ზღვარი არის – 50% და ახლა გვაქვს 43%. ეს არის ცუდი. თუ ჩვენ ამ მაჩვენებელს ავწევთ და გავითავისებთ 95%-მდე, დეკემბრამდე დავზოგავთ დაახლოებით 250 ადამიანის სიცოცხლეს.
ისევე, როგორც ხშირად ვაქცინაზე ვამბობთ, თუ ავიცრებით და დღიურ აცრას ავიყვანთ 20 000-25 000-ზე, მაშინ ცივ პერიოდს, ნოემბერს შევხვდებით უკვე შედარებით უკეთესი კუმულაციური იმუნიტეტით და თუ იქნა მე-5 ტალღა, რომელიც პროგნოზირდება მთელ მსოფლიოში, მაშინ უფრო მსუბუქად გადავიტანთ ამ ყველაფერს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.