მაია ჩხაიძე: ამჟამად, კლინიკაში 100-მდე პაციენტია, აქედან 60 ბავშვია – ადგილები არის, რადგან მომართვიანობა გაცილებით შემცირებულია
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 100 პაციენტია მოთავსებული, აქედან 60 ბავშვია.
მისივე თქმით, კლინიკაში მიმართვიანობა შემცირებულია.
“ამჟამად, კლინიკაში 100-მდე პაციენტია, აქედან 60 არის ბავშვი. რეანიმაციაში კვლავ 21 პაციენტია, გვაქვს ადგილები, კლინიკაშიც არის ადგილები იმიტომ, რომ მომართვიანობა გაცილებით შემცირებულია. რეანიმაციაში 3 ბავშვი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, ამათგან ერთ-ერთი – 15 წლის ბავშვი მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან, მაგრამ ამჟამად დაინტუბირებულია და მართვით სუნთქვაზე გადავიდა 8 წლის სხვა პაციენტი, რომელიც ასევე ჰოსპიტალიზებულია სხვა კლინიკიდან. 2 მშობელი ვაქცინირებული ორჯერადად და მათი მდგომარეობა მსუბუქად მიმდინარეობს კოვიდინფექციის მხრივ, სხვა ყველა მშობელი არის არავაქცინირებული”, – აცხადებს მაია ჩხაიძე.