სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტი „შპს ვარძია“ (ს.კ 201953831) შეამოწმა.
სეს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რის გამოც, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 68-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით.
“გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (64-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
„შპს ვარძია“ საქმიანობის გაგრძელებას კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ შეძლებს”, – აცხადებენ სააგენტოში.