ვინ მართავდა თბილისს შუა საუკუნეებიდან გასაბჭოებამდე – საინტერესო ქრონოლოგია
თბილისი, როგორც დასახლებული ტერიტორია, ისტორიულ წყაროებში პირველად მე-4 საუკუნის დასაწყისშია მოხსენიებული. მე-5 საუკუნის მიწურულს და მე-6 საუკუნის დასაწყისში თბილისი უკვე სატახტო ქალაქია.
მე-11 საუკუნის დასაწყისში, ევროპული ქალაქების მსგავსად, თბილისის საქალაქო მმართველობაში თვითმმართველობის ელემენტები ჩნდება. ქალაქის გამგებლობა ამ დროს 12 კაცისგან შემდგარი “ქალაქის ბერების”, ანუ “თბილისის ხალხის” ხელში გადავიდა. ისინი, რიგრიგობით, თითო თვის მანძილზე მართავდნენ ქალაქს და სრულიად დამოუკიდებელნი იყვნენ. მათ ებარათ “ქალაქის კლიტენი” და ემორჩილებოდნენ “ციხენი ქალაქისანი”; ისინი წყვეტდნენ ომის გამოცხადების თუ ზავის დადების საქმეს, აწარმოებდნენ სამართალს მოქალაქეთა შორის, აწესრიგებდნენ საგადასახადო სისტემას, ჭრიდნენ მონეტას, ერთი სიტყვით, იყვნენ უზენაესი ხელისუფალნი თბილისში.
“ქალაქ-რესპუბლიკას” ბოლო მოუღო დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღებამ. ქალაქში ქართველი მეფის ხელისუფლება დამყარდა. თბილისს მეფის მიერ დანიშნული მოხელე, “მოურავი” მართავდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს ერთიანობა დაირღვა, თბილისის მმართველობაც რადიკალურად შეიცვალა, თუმცა ვინ მართავდა და როგორ იმართებოდა თბილისი მე-17 საუკუნემდე თითქმის უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია მათი ვინაობა ვინც თბილის მე-17 საუკუნის შუა წლებიდან მართავდა.
გთავაზობთ თბილისის მმართველთა ქრონოლოლოგიას, რომელიც, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება :
№ | ტფილისის მერი | მმართველობის წლები |
---|---|---|
1 | ამირა (შააპ) ვასაკ არცრუნი | (XII საუკუნის შუა წლები) |
2 | ამირა (შააპ) კურდ არცრუნი | (XII საუკუნის მეორე ნახევარი) |
3 | შადინ (ბადინ) | (XIII საუკუნის მეორე ნახევარი) |
4 | მელიქ ენალი | დაახლოებით 1646 – 1673 |
5 | მელიქ ბაიანდური (XVII საუკუნე) | 1650 წლიდან |
6 | მელიქ ხოჯა–ბეიბუდი (XVII საუკუნე) | 1662 წლამდე |
7 | მელიქ აშხარბეკი (XVII საუკუნე) | 1662 წლიდან |
8 | მელიქ ავთანდილი | დაახლოებით 1678 – 1698 |
9 | მელიქ ამირ ბეიბუდიანცი | (XVII საუკუნე) |
10 | მელიქ ასლამაზ ამირიან ბეიბუდიანცი | (XVII – XVIII საუკუნეები) |
11 | მელიქ გიორგ ასლამაზიან ბეიბუდიანცი | 1699 – 1711 |
12 | მელიქ ზურაბ გიორგიან ბეიბუდიანცი | 1712 – 1742 |
13 | მელიქ აშხარბეკ II. ბეიბუდიანცი (XVIII საუკუნე) | 1734 წლამდე |
14 | მელიქ აღა აშხარბეკიან ბეიბუდიანცი | 1734 – 1768 |
15 | მელიქ ანტონი | 1746 – 1751 |
16 | მელიქ სააკ შერგილიანცი | 1751 – 1760 |
17 | მელიქ ავეტიკ აღაიან ბეიბუდიანცი | 1768 – 1795 |
18 | მელიქ დარჩი ავეტიკიან ბეიბუდიანცი (1764 – 1832) | 1795 – 1801 |
19 | ჰოვანეს (ივან) იზმირიანცი | 1840 – 1843 |
20 | სტეფან გაბრიელიან ხატისიანცი | 1844 – 1845 |
21 | მოვსეს ტერ-გრიგორიანცი | 1845 – 1846 |
22 | ოვანეს სიმონიან შადინიანცი | 1847 – 1848 |
23 | ტოვმა დავთიან ფრიდონიანცი | 1848 – 1849 |
24 | ზაქარია სტეფანიან ამირაღიანცი | 1850 – 1851 |
25 | ოვსეპ აფანასიან მირიმანიანცი | 1851 – 1852 |
26 | ავეტიკ ასტვაცატრიან (ბოგდანოვიჩ) სვეჩნიკოვი | 1853 – 1856 |
27 | სოღომონ დავთიან სარაჯევი | 1856 – 1857 |
28 | ანდრეი დავთიან მანანოვი | 1857 – 1858 |
29 | ვარდან ასტვაცატრიან არშაკუნი | 1858 – 1860 |
30 | სოღომონ ზაქარიან აბისოღომიანცი | 1860 – 1861 1865 – 1866 |
31 | სოღომონ მირიმანიან მირიმანიანცი | 1861 – 1862 |
32 | გევორქ (ეგორ) გრიგორიან ფრიდონიანცი | 1862 – 1864 |
33 | გალუსტ არუთინიან შერმაზან-ვარდანიანცი | 1864 – 1865 |
34 | ერემია გევორქიან არცრუნი | 1866 – 1868 |
35 | ნიკოღაიოს ოვანისიან ალადატიანცი | 1868 – 1869 |
36 | დმიტრი თუმანიანცი | 1869 – 1870 |
37 | იაზონ დმიტრიან თუმანიანცი | 1870 – 1874 |
38 | დიმიტრი ყიფიანი | 1875 – 1879 |
39 | ანტონ სოღომონიან ყორღანიანცი | 1879 |
40 | ალექსანდრ სტეფანიან მატინიანცი | 1879 – 1891 |
41 | ნიკოღაიოს არღუტიან-დოლგორუკიი | 1891 – 1893 1895 – 1896 1903 – 1904 |
42 | პოღოს ალექსანდრიან იზმაილიანცი | 1893 – 1895 |
43 | გევორქ გრიგორიან ევანგულიანცი | 1897 – 1901 |
44 | ალექსანდრ მიქაელიან არღუტიან-დოლგორუკიი | 1902 |
45 | ქროსტოფორ ავაკუმიან ვერმიშიანცი | 1904 – 1905 |
46 | ვასილ ჩერქეზიშვილი | 1907 – 1909 |
47 | ალექსანდრე ოვანისიან–ხატისიანცი | 1910 – 1917 |
48 | ბენიამინ ჩხიკვიშვილი | 1919 – 1920 |