ამირან გამყრელიძე: საკოორდინაციო საბჭოში ყველა გადაწყვეტილება მიიღება ფართო განხილვისა და კონსენსუსის წესით, კარგად იზომება, იწონება თითოეული რეკომენდაციის სოციალური, ეკონომიკური, ფისკალური, სხვა ეფექტები და შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება
“საკოორდინაციო საბჭოში, გარდა ექიმებისა, შედიან ქვეყნის ყველა სფეროს წარმომადგენლები და ხელმძღვანელები, ამიტომ, იქ ყველა გადაწყვეტილება მიიღება ფართო განხილვისა და კონსენსუსის წესით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გასაგებია, რომ ექიმების ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება არ ხდება ხოლმე იმიტომ, რომ კარგად იზომება, იწონება თითოეული რეკომენდაციის სოციალური, ეკონომიკური, ფისკალური და სხვა ეფექტები და შესაბამისად მიიღება ხოლმე გადაწყვეტილება.
„იმას, რომ უმცირესობაში ვართ, სამწუხაროდ, დღევანდელ მასმედიასა და სოციალურ მედიაში ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ყოველთვის ვაცხადებ, რომ აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არ ვმონაწილეობ პოლიტიკურ პროცესებში და არც პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს არ ვაძლევ არაფერს. სამწუხაროდ, ამ ჩემს გამონათქვამს მისცეს პოლიტიკური ინტერპრეტაცია, რაც, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მთელი ჩემი საქმიანობა მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის და მოსახლეობის ჯანმრთელობისადმი და არავითარი პოლიტიკა აქ არ არის. იქ იყო ნათქვამი, რომ საკოორდინაციო საბჭო საკმაოდ მრავალრიცხოვანი ორგანოა და დიახ, ექიმები ვართ რიცხობრივ უმცირესობაში. მოგეხსენებათ, რომ საკოორდინაციო საბჭოში, გარდა ექიმებისა, შედიან ქვეყნის ყველა სფეროს წარმომადგენლები და ხელმძღვანელები, ამიტომ, იქ, ყველა გადაწყვეტილება მიიღება ფართო განხილვისა და კონსენსუსი წესით. გასაგებია, რომ ჩვენი, ექიმების ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება არ ხდება ხოლმე, იმიტომ, რომ კარგად იზომება, იწონება თითოეული რეკომენდაციის სოციალური, ეკონომიკური, ფისკალური, სხვა ეფექტები და შესაბამისად მიიღება ხოლმე გადაწყვეტილება. ამიტომ, ის, რომ ჩვენ, ექიმებს ყველაფერს არ დაგვიჯერებენ და ჩვენი ყველა სიტყვა არ გადის იქ, რა თქმა უნდა, ეს ანაბანაა. ამიტომ, ამას, ძალიან გთხოვთ, ნუ მისცემთ და ნუ მისცემენ პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს. ხაზს ვუსვამ, რომ არავითარ პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ და არ ვერევი ამ პოლიტიკაში. ერთადერთი, რაც გუშინაც ვთქვი, რომ სამწუხაროდ, ეს პანდემია, იმის მაგივრად, რომ ჩვენ შეგვაკავშიროს და ერთიანი პასუხი იყოს, იმიტომ, რომ ხშირად ვიმეორებ, ეს არის ზე პოლიტიკური საკითხი, ყველასთვის, პოზიციისთვის, ოპოზიციისთვის, პანდემია ერთია, დიდი გამოწვევაა და ერთად უნდა ვებრძოლოთ და არ უნდა იყოს – შენ ეს რატომ ვერ გააკეთე, შენ ის როგორ ვერ გააკეთე და ა.შ. თუ პოლიტიკურად ჩათვლიან, მე გუშინაც, იმის წინაც მოვუწოდე პოლიტიკურ პარტიებს, რომ როდესაც შეხვედრებია, წინასაარჩევნო კამპანიაა, ყველამ, თავისი წინასაარჩევნო კამპანია და შეხვედრები დაიწყონ იმუნიზაციით, აცრით, ვთხოვე მათ, რადგან, ხაზს ვუსვამ, რომ დღეს, ეპიდემიის შეკავების და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, ქვეყანაში სიმშვიდის მოტანის მთავარი გზა გადის აცრებზე. ეს იყო ჩემი პოლიტიკური მოწოდება ყველასადმი, თუ ამას ვინმე პოლიტიკურ მოწოდებად ჩამითვლის, ეს განსაზღვროს საზოგადოებამ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.