“კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინი არამხოლოდ ჩვენ, არამედ გლობალურად ყველა ქვეყანას აქვს, ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს განსხვავებული შტამების გამოჩენას, ასევე არასაკმარისად იმუნური ფენის ჩამოყალიბებას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა დაწესებული რეგულაციები დაიცვან.
“კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინი არამხოლოდ ჩვენ, არამედ გლობალურად ყველა ქვეყანას აქვს, ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს განსხვავებული შტამების გამოჩენას, ასევე არასაკმარისად იმუნური ფენის ჩამოყალიბებას ქვეყანაში და რეგულაციების უგულებელყოფას. მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ ახალი ტალღის ისეთი სისწრაფით გავრცელება როგორიც გასული მეოთხე ტალღის პერიოდში გვქონდა. მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვა”,- განაცხადა გაბუნიამ.