თამარ გაბუნია: გვესმის, რომ სამსახურში წასასვლელად საზოგადოებას სჭირდება ტრანსპორტი და სკოლების გახსნა მნიშვნელოვანია, მაგრამ გასული თვე იყო სასიცოცხლო რისკი ეპიდემიის მართვის კუთხით

“გვესმის, რომ სამსახურში წასასვლელად საზოგადოებას სჭირდება სატრანსპორტო საშუალება, სკოლების გახსნა უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ გასული ერთი თვე ჩვენთვის იყო უდიდესი სასიცოცხლო რისკი ეპიდემიის მართვის კუთხით”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ჩვენ დღეს ვსაუბრობდით სასიცოცხლო რისკებზე, რომლებიც უკავშირდებოდა ეპიდემიის ძალიან სწრაფად და ფართოდ გავრცელებას. როდესაც ამგვარი სასიცოცხლო ნიშნების წინაშე ვდგავართ, ეს არის უპირატესი სხვა სოციალურ და ბიზნესსაჭიროებასთან შედარებით. როგორც კი ეს რისკები შემცირდება, და ამის მოლოდინი ჩვენ გვაქვს მომდევნო დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, მაშინვე იქნება ისევ ნორმალური ფუნქციონირება აღდგენილი. იმ შეზღუდვების მოხსნა მოხდება, რაც ამ სასიცოცხლო რისკებთან დაკავშირებით იქნა შემოღებული. გვესმის, რომ სამსახურში წასასვლელად საზოგადოებას სჭირდება სატრანსპორტო საშუალება, სკოლების გახსნა უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ გასული ერთი თვე ჩვენთვის იყო უდიდესი სასიცოცხლო რისკი ეპიდემიის მართვის კუთხით”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები