ამირან გამყრელიძე: თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, ყოველთვიურად დავზოგავთ 50-70 ადამიანის სიცოცხლეს 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,  ქვეყანაში ჯერ ისევ რთული ეპიდვითარებაა.

მისი თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს.

“ასეთი რთული მდგომარეობაა ქვეყანაში და ეს მთავარი დამცველი საშუალება – პირბადე, რომ ყველამ, 95%-მა მოსახლეობის ატაროს – პირიქით, მოდის ქვევით, რაც ძალიან ცუდია პროგნოზულად. იმიტომ, რომ თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, სხვადასხვა პროგნოზული მაჩვენებლებით, ყოველთვიურად დავზოგავთ 50-70 ადამიანის სიცოცხლეს. თუ 1000 ადამიანი ორჯერ აიცრება, ეს არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე. რთული მდგომარეობაა ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია რთულია და რომ გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლე, საჭიროა, რომ ყველამ დავიცვათ ეს რეკომენდაციები – პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრების თავის არიდება და აცრა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები