ამირან გამყრელიძე: უკვე აუცილებელია, რომ უნივერსიტეტების სტუდენტები იყვნენ აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ  უსაფრთხო სკოლის და უნივერსიტეტების შესახებ ისაუბრა და პედაგოგებს,  უნივერსიტეტის ლექტორებს და სტუდენტებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში, რათა სასწავლო პროცესმა  საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გადაინაცვლოს.

“სექტემბერი და ოქტომბერი უნდა იყოს აცრების ძალიან გააქტიურების 2 თვე. ახლა მე განსაკუთრებით მინდა მივმართო პედაგოგ-მასწავლებლებს, როგორც სკოლების, ისე უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, რომ ჩვენ ეს მთავარი პროცესი ქვეყანაში – სწავლა რომ დავიწყოთ, აუცილებელია მათი მაქსიმალური რაოდენობით აცრა. უნივერსიტეტების სტუდენტები უკვე აუცილებელია, რომ იყვნენ აცრილი, რადგან ოქტომბერში, როცა დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს ქვეყანაში, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის პირველი 5-7 კლასის ბავშვებისთვის აუცილებელია, მათ უჭირთ ეს ონლაინ სწავლა.

გაითავისოს თითოეულმა მშობელმა, ყველას ხომ უნდა, რომ ბავშვი სკოლაში დადიოდეს, აიცრას თითოეული მშობელი”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე “კურიერთან” საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები